მწყრის კვერცხი თქვენი პატარებისათვის - მივცეთ თუ არა და რა ფორმით, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავზობთ მის პოსტს:
- მწყრის კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით A, D, E, B1 B2 PP ვიტამინებს, იგი მდიდარია კალიუმით, რკინით, კალციუმით, ფოსფორით, მოლიბდენით, მაგნიუმით, მანგანუმით, კობალტით.
- B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით მწყრის კვერცხში 15-ჯერ უფრო მეტია.
- რაც შეეხება რკინას, ის მწყრის პაწაწინა კვერცხში 4-ჯერ უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე ქათმის კვერცხში.
- საინტერესოა, რომ მწყრის კვერცხში ორჯერ უფრო დიდი რაოდენობითაა ცილები და სამჯერ უფრო ნაკლებია ქოლესტერინი და ცხიმები.
- მწყრის კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით შეუცველელ ამინომჟავებს - ლიზინს, მეთიონინს, ტრიფტოფანს, ცისტეინს, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
- კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მწყერი ქათმისაგან განსხვავებით, იშვიათად ავადობს ინფექციური დაავადებებით, ამიტომ მას იშვიათად სჭირდება მედიკამენტები და არ უტარდება აცრები, რაც გამორიცხვას მწყრის ორგანიზმში და მის კვერცხში ამ ნივთიერებების მოხვედრას.
- საოცარი ნივთიერების, ოვომუკოიდის შემცველობის გამო მწყრის კვერცხს ანტიალერგიული თვისებები აქვს.
ახლა, მოდი, ვნახოთ, რა შეუძლია მწყრის კვერცხის სისტემატური მიღებას?
- A ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ის მხედველობას აუმჯობესებს.
- ცილების განსაკუთრებული შემცველობის გამო კი აძლიერებს იმუნიტეტს, წარმოადგენს საშენ მასალას ორგანიზმისათვის და ხელს უწყობს ბავშვის ინტენსიურ ზრდა-განვითარებას.
- კალიცუმის, ფოსფორის და D ვიტამინის მაღალი შემცველობა რაქიტის პროფილაქტიკის და ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარებისათვისაა საჭირო.
- ოვომუკოიდი მწყრის კვერცხს ჰიპოალერგიულ პროდუქტად აქცევს.
- განსაკუთრებული შემადგენლობის გამო მწყრის კვერცხი ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას, აუმჯობესებს დამახსოვრების უნარს ბავშვებში.
- რკინის მაღალი შემცველობა ანემიის განვითარებისაგან დაგვიცავს.
- 6 თვიდან 1 წლამდე ბავშვს შეგიძლიათ კარგად მოხარშული 1 კვერცხის მხოლოდ გული მისცეთ.
- 1 წლიდან 3 წლამდე პატარას 1-2 მთლიანი კვერცხი შესთავაზეთ
- 3 წლიდან 10 წლამდე - 3 ცალი კვერცხი
- 10 წლიდან 3-4 ცალი კვერცხი საკმარისია.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)