Baby Bag

„გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან“ - გიორგი კეკელიძე

„გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან“ - გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გურული ღვეზელის რეცეპტს გვიზიარებს.

„გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან:
ფქვილი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ დააკლდება, მაი აფერი. დროჟი უნდა ერთი სტოლის კობზი. ზუსტად. მარილი სიყვარულის მიხედვით. ზეთი ნახევარი ჩაის ჭიქა გინდებლარიენ. ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა. ჩვეულებრივი. კარაქიც სიყვარულის მიხედვით, ბევრი არ ჩაადღლიზოთ. რძეი თუ გაქვენ, უქენით, თუ არ გაქვენ, მაინც გამოცხობა უმისმაგისოდ. ახლა თვითონ გამოცხობა რაფერ უნდა: ფქვილს დუუმატეთ წყალი, კარგად დუუმიზნეთ, არ მოლაშტროთ სტოლი, მერე მოზილეთ, გააბტყელეთ ცემენტივით, უქენით ყველი, კვერცხი, ახალი მთვარის ფორმა მიეცით, შედევით დუხონკაში და გამეიღეთ, სანამ მთლა დეიწობა. და ღვეძელიც გამოცხობა.
თქვენი მზარეულთა შორის მზარეული“, - წერს გიორგი კეკელიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

​სიმაღლეში ზრდის კოქტეილი - „მშობლებო, მოიმარჯვეთ კალმები და ჩაიწერეთ...“

სიმაღლეში ზრდის კოქტეილი - „მშობლებო, მოიმარჯვეთ კალმები და ჩაიწერეთ...''

რეცეპტი:

3 კგ. ჭარხალს დავასხათ 3 ლ. წყალი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დადუღდება 3 ღვინის ჭიქამდე. ვამატებთ 1 ღვინის ჭიქა ადუღებულ სოფლის რძეს. ორივე სითხე უნდა იყოს ერთი ტემპერატურის.

ნახეთ ვიდეო

წაიკითხეთ სრულად