„სრულად ჩვენი გოზინაყის რეცეპტი... გილოცავთ შობა-ახალ წელს,“ - შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი

ცნობილმა შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა მაყურებლის თხოვნით საახალწლოდ გოზინაყის რეცეპტი და მომზადების წესი გაგვაცნო:

​იმისთვის, რომ გავაკეთოთ გოზინაყი, უნდა მოვიმარაგოთ ქაღალდი და კალმისტარი. რა გვჭირდება იმისთვის, რომ მოვამზადოთ ჩვენი გოზინაყი? გაშლილი მაღალი ქვაბი ან ტაფა, ორი დაფა 25X30-ზე, ერთი ჯამი ცივი წყლით, საბრტყელებელი, ერთი კილო დაჭრილი ნიგოზი, უკვე მომზადებული უმად, ჩემს რეცეპტში არის წაბლის თაფლი და მაისის თაფლი. წაბლის თაფლი იქნება ერთი 200 გრამიანი ჭიქა, მაისის თაფლი იქნება ნახევარი ჭიქა. მე ვიხმარ ხუთ კოვზ შაქარს. ჩავიწეროთ და მივყვეთ რეცეპტს.“

გოზინაყის მომზადების წესს დეტალურად გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ახალ წელს ასე მომზადებული გოზინაყით უნდა შეხვდეთ
რეცეპტით, რომელსაც​ ​MomsEdu.ge გთავაზობთ, გოზინაყი საუკეთესო გამოდის, თან მარტივი მოსამზადებელია. გოზინაყის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:თაფლი - 3 ჭიქა ნიგოზი - 8 ჭიქა​მოხალეთ ნ...

შეიძლება დაინტერესდეთ

15-დღიანი ჯანსაღი დიეტა, რომელიც არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა 15-დღიანი დღეგამოშვებითი ინტერვალური შიმშილის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც წონაში კლების მსურველებისთვის ძალიან კარგი შედეგების მომტანია:

„მსოფლიოში ორი მოსაზრება არსებობს შიმშილთან დაკავშირებით. პირველი გახლავთ ის, რომ თუ ადამიანი საუზმეს არ მიირთმევს, წონის კლება და ჯანსაღი დიეტა შეუძლებელია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. როდესაც კვლევები ჩაატარეს და შეადარეს ადამიანები, რომლებიც საუზმობდნენ და ადამიანები, რომლებიც არ საუზმობდნენ, მათში წონის კლება არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ეს მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს.

არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება შიმშილობის დროს. ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ცნობილია, რომ თუ ადამიანი შიმშილობს, ხუთჯერ მეტია მეტაბოლიზმის პროცესი, იმიტომ, რომ ცხიმის წვა ამ დროს ძლიერდება. ჩვენ შიმშილობის დროს მკვეთრად გვიუმჯობესდება მეტაბოლიზმი.

მე შევეცდები გასწავლოთ 15-დღიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ ყველანი კმაყოფილი დარჩებით. ეს არის ინტერვალური შიმშილის მეთოდი, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 16-საათიან შიმშილს ვაწესებთ. აუცილებელია, რომ იმ რვა საათში, როდესაც ვიკვებებით, ცილის რაოდენობა იყოს არაუმეტეს 25 გრამისა დღის განმავლობაში. ეს დაახლოებით 4 კვერცხს შეესაბამება. შესაძლებელია ბოსტნეულის მირთმევაც, წვნიანების მირთმევა, მაგრამ ცილის რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული. 16-საათიანი შიმშილის შემთხვევაში მეორე დღეს ჩვეულებრივ ვიკვებებით. ვთქვათ, ორშაბათს ჩვეულებრივ ვიკვებებით, სამშაბათს ვიცავთ 16-საათიან ინტერვალურ შიმშილს, ოთხშაბათს ისევ ჩვეულებრივ ვიკვებებით. ეს არის დღეგამოშვებითი ინტერვალური შიმშილი. 15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით,“- მოცემულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

წაიკითხეთ სრულად