ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, 5 ბავშვი კოლბის აფეთქების შედეგად დაშავდა - ინფორმაციას მეგა TV ავრცელებს.
აღნიშული ფაქტი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის კარავში ქიმიური ცდების ჩვენებების დროს მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ ექსპერიმენტის დროს კოლბა აუფეთქდათ. მოსწავლეებმა ნაკაწრების სახით დაზიანებები მიიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაშავებული ბავშვების დასახმარებლად ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.
სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დღეს 13:00 საათზე დაიწყო.