Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით, მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით,  მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ​ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვაქცინაციის დაბალ ტემპს ეხმიანება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რეანიმაციულ განყოფილებებში 99% აუცრელი პაციენტია. ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანია აცრილი, თქვენ ფიქრობთ ისინი საერთოდ არ ავადდებიან? უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით, მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს, შესაბამისად ნაკლებად ხდებიან კლინიკების გადატვირთვის და სამედიცინო პერსონალის გამოფიტვის მიზეზი.

​მასობრივი ვაქცინაციის მიზანიც ესაა - კოვიდსასაკლაო გადავაქციოთ მართვად პანდემიად!“ - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაიკითხეთ სრულად