Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს

რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს

რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს - აღნიშნული სათაურით აქვეყნებს პოსტს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

▪️ „გადასხმები“ არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
▪️ ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
▪️ ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი! და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად ჭირდება რაიმე წამალი!
▪️ კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება!
▪️ კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი!
▪️ კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
▪️ არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ პაციენტს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
▪️ პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ ჭირდება ჟანგბადი, არ ჭირდება დექსამეტაზონი!
▪️ დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული გართულებები ქონდეს და ამიტომ თვითნებურად მისი გამოყენება არ შეიძლება!

წაიკითხეთ სრულად