Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვაქცინირებული უნდა იყოს სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი, აცრა ჩატარებული უნდა ჰქონდეთ მშობლებს, მაშინ არ დაგვჭირდება დისტანციურ რეჟიმზე სკოლების გადაყვანა“ - ამირან გამყრელიძე

„ვაქცინირებული უნდა იყოს სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი, აცრა ჩატარებული უნდა ჰქონდეთ მშობლებს, მაშინ არ დაგვჭირდება დისტანციურ რეჟიმზე სკოლების გადაყვანა“ - ამირან გამყრელიძე

მშობლები და მასწავლებლები არ არიან აცრილნი, ამიტომ გადადის ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კლასი და სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მასწავლებლების მხოლოდ 52%-ია ორჯერადად აცრილი.

„ვაქცინირებული უნდა იყოს ყველა მასწავლებელი და სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი. ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეს ყველა მშობელს, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე. ყველამ კარგად ვიცით, სწავლის საკლასო ფორმას ბავშვის განათლებასა და განვითარებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მივმართავ პედაგოგებს, ავიცრათ, თუ გვინდა, რომ სწავლა იყოს უსაფრთხო და ბავშვებმა ისწავლონ სკოლაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: ​1tv.ge

წაიკითხეთ სრულად