ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, ანანო ნაჭყებიას, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს - აღნიშნულის შესახებ პოსტს ფეისბუქ გვერდზე გიორგი კეკელიძე აქვეყნებს:
,,ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, ანანო ნაჭყებიას, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს. ფონდი შეუძენს სასკოლო ინვენტარსაც და სკოლის დამთავრებამდე სასწავლო მიმართულებით სხვა დახმარებასაც ხშირად გაუწევს. ანანო სამტრედიაში ცხოვრობს და საუკეთესო მეხუთეკლასელია,'' - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)