ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
,,მეგობრებო, კატეგორიულად გაფრთხილებთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა, გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ!''
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,მეგობრებო, კატეგორიულად გაფრთხილებთ!!!პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით!!! ის არის ურთულესი მედიკამენტი თავისი ფარმაკოკინეტიკით და ფარმაკოდინამიკით! აქვს უამრავი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა!!! ვიმეორებ, გამოიყენება კორონავირუსით გართულებული პნევმონიების დროს, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრად შერჩეული დოზირებით!!! ის არ არის წიწიბურა და მაკარონი რომ იმარაგებთ! არ დალიოთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა, გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ!!! ჯანმრთელობას გისურვებთ!!!,'' - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)