Baby Bag

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ბორტგამყოლი ქალი 83 წლის ბეტი ნეშია. იგი ამ პროფესიას 63 წელია ერთგულად ემსახურება.

ნეშის კარიერა 1957 წელს ავიაკომპანია Eastern Airlines-დან დაიწყო, შემდეგ კი American Airlines-ში გაგრძელდა. ბეტი ნეში საკუთარ პროფესიაზე დღემდე შეყვარებულია!
მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბორტგამყოლებს საქმე გაუადვილა: ბორტზე პლასტმასის ჭურჭელი დაუშვეს - წარსულში კი, კლიენტების მხოლოდ ფაიფურის ან ბროლის ჭურჭლით მომსახურება იყო ნებადართული, გამოიყენებოდა მხოლოდ ვერცხლის დანა-ჩანგლები - ეს ყველაფერი ბორტგამყოლებს კლიენტებამდე ლანგრით მიჰქონდათ, რაც საკმაოდ რთული გახლდათ.
დიდი ყურადღება ექცეოდა ვარცხნილობას, წარბის ფორმას - ბორტგამყოლებს სილამაზის სალონებში, მინიმუმ, თვეში ერთხელ თავად ავიაკომპანიები აგზავნიდნენ.

ვაშინგტონი-ბოსტონი-ვაშინგტონის რეისზე ბეტი ნამდვილი ვარსკვლავია - მას მგზავრები მუდმივად სცნობენ და დიდი სიხარულით ხვდებიან. 

წყარო: ​საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორსული“ კაცების ფოტოსესია

„ორსული“ კაცების ფოტოსესია

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ფოტოების გადაღების ახალი, უცნაური ტენდენცია შეინიშნება - ფოტოობიექტივის წინ „ორსული მამაკაცები“ პოზირებენ, რომლებიც, რა თქმა უნდა, რეალურად  არ არიან ორსულად, თუმცა ისე გამოიყურებიან, თითქოს დღედღეზე ბავშვს ელოდებიან. 

საქმე ის გახლავთ, რომ ფოტოზე ორ ადამიანს ხედავთ ერთში გაერთიანებულს. უფრო დაგაბნიეთ? - მოკლედ კარგად დააკვირდით ფოტოს და მიხვდებით, რომ ტანი მართლა ორსულ ქალს ეკუთვნის, თავი კი - მამაკაცს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ ფოტოილუზიაა და ამ მამაკაცების უკან ნამდვილი ორსული ქალები იმალებიან. 

წყარო: ​Moms.com

წაიკითხეთ სრულად