წლების განმავლობაში, გარდა უხილო ფაფებისა, ნატურალური ადგილობრივი ხილის, ბურღულეული და მარცვლეული ფაფებიც დაემატა, ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი - „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ - არ შეცვლილა. სწორედ ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და მალევე შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგრის ფაფებს კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.
„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა, ძირითადი ნედლეული - მარცვალ-ბურღულეული და ხილის ჩირები, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი, მთლიანობაში გარეკანთან ერთად ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ე.წ. რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად, ამიტომაც პროდუქტი მდიდარია: უჯრედისით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი, ამით კი 3 ჯერ შემცირებულია ფაფების მომზადების დრო. ეს ყველაფერი კი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი მიმართულება და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, - განაცხადა „კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელმა, ზვიად გრძელიძემ.
სხვადასხვა სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტებისა თუ საერთაშორისო: იუსაიდისა და იბიარდის პროექტებთან ერთად - საკუთარი ინვესტირების შედეგად 50 კვ.მ. იჯარით აღებულ ფართში, ორი სახეობის პროდუქტით დაწყებული საქმე, დღეისათვის კომპანიის კუთვნილ საწარმოო ფართს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის. რომელთა რიცხვის პერიოდულად ზრდა იგეგმება და ეტაპობრივად განხორციელდება.
მომავალი წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის - ხილის „სნექების“ წარმოებასაც დაიწყებს.
თიბისის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ხილის „სნექებისთვის“ განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. თიბისისავე დახმარებით, 2023 წლის დასაწყისში „ბაია ფუდი“ დანადგარების მონტაჟს დაასრულებს და გაზაფხულიდან ხილის „სნექების“ პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.
კომპანია „ბაია-ფუდში“ ხუთი წელია, რაც დანერგილია უვნებელი სურსათის წარმოებისთვის „ჰასპის“ საერთაშორისო სტანდარტი. 2023 წელს განიხილება პროდუქციის გამრავალფეროვნება, ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფების გარდა, „მიუსლების“ დამატება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა. ამ საკითხზე და ადგილობრივი ბაზრის გაფართოებაზე კომპანიის მენეჯმენტი მუხლჩაუხრელად შრომობს.