Mustela-ს პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი პროფილით და დადასტურებული ეფექტურობით. ყოველ 1 წამში მუსტელას 1 პროდუქტი იყიდება მთელს მსოფლიოში. ბრენდი თავის მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი კომპონენტებით დამზადებულ საბავშვო კოსმეტიკას, ასევე ორსულებისა და მეძუძური დედების კოსმეტიკურ ხაზს, სპეციალური მოვლის საშუალებებს და მზისგან დაცვის ხაზს. 1950 წლიდან დღემდე მუსტელამ წარმატებით მოახერხა მილიონობით ოჯახში შეეტანა დაუვიწყარი, უნიკალური ემოციები და კანის მოვლის ახალი წესები სასიამოვნო ბუნებრივ არომატებთან ერთად.
Mustela არის პირველი ბრენდი, რომელმაც კლინიკური კვლევებით დაამტკიცა, რომ ბავშვები იბადებიან სხვადასხვა ტიპის კანით და ამ აღმოჩენის საფუძველზე შეიქმნა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი სხვადასხვა ტიპის კანისთვის: იქნება ეს ნორმალური, მშრალი, მგრძნობიარე თუ ატოპიური/ეგზემისკენ მიდრეკილი კანი. საკუთარი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შექმნა უნიკალური დაპატენტებული ინგრედიენტები, რომლებიც მუსტელას სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ფორმულების მთავარი საიდუმლოა.
დღეისათვის მუსტელა ფლობს 14 პატენტს, მათ შორის, მწვანე ტექნოლოგიების მეშვეობით მიღებულ უნიკალურ მცენარეულ ინგრედიენტებს, რომლებიც განაპირობებს თითოეული პროდუქტის მაღალ ეფექტურობას და უნიკალურობას. სრულ ხაზში ერთ-ერთი მთავარი დაპატენტებული კომპონენტია Avocado Perseose®, რომელიც მიღებულია ორგანული ავოკადოსგან და ხელს უწყობს კანის ბარიერული ფუნქციის განვითარებას დაბადების პირველივე დღიდან.
Mustela-ს ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი არის საერთაშორისო სერთიფიკატები ISO 14001 და ISO 45001. მის მაღალ ეთიკურ ღირებულებებს და სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხს კი B CORP და ECO CERT სავაჭრო ნიშნები ადასტურებს. სრული ასორტიმენტი არის ეკო-მეგობრული, თითოეული შეფუთვა ბიოდეგრადირებადია, პროდუქტების ეფექტურობა კი არ იტესტება ცხოველებზე.
Mustela - კანის მოვლის ექსპერტი 1950 წლიდან დღემდე!
R.