ბეიბიბიო პირველი 100%-ით ბიო ბავშვთა კვების ხაზია საქართველოში და ხარისხის ახალ სტანდარტთან ერთად, მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციებს რეცეპტურის, ინგრედიენტებისა თუ ტექსტურების თვალსაზრისით.
ბეიბიბიოს სრული ხაზი იწარმოება საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად, აქვიტანიის რეგიონში. ბრენდი ფლობს ხარისხის ორ სერტიფიკატს: საფრანგეთის ბიოწარმოების ნიშანი - L’agriculture biologique (რამდენადაც ფრანგულია წარმოება, ასევე თითოეული ინგრედიენტი) და ევროპული ორგანული წარმოების სერტიფიკატი - Euroleaf. ხარისხის ახალი სტანდარტი მოიცავს წარმოების ჯაჭვის სრულ მონიტორინგს, პროდუქტის მოყვანიდან მომხმარებლამდე. თითოეული კომპონენტი მიიღება მცენარეების, ცხოველებისა და ლანდშაფტების ბუნებრივი წარმადობის მიხედვით, მეურნეობებში არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ანტიბიოტიკები, პროდუქცია არ შეიცავს გმო-ს.

ბეიბიბიოს მრავალფეროვანი ასორტიმენტი მოიცავს 0-დან 3 წლამდე ბავშვის სრულ რაციონს. ეს გახლავთ ფაფები დილის საუზმის სახით, ლანჩ-მენიუს საკმაოდ დიდი არჩევანი, წასახემსებელი პროდუქტები (იოგურტი, ხილფაფა, ფრანგული ბისკვიტი), მზა სადილების მენიუ და ვახშმის ხაზი, ასევე ადაპტირებული ნარევები (მათ შორის, თხის რძის ბაზაზე დამზადებული).
ორთქლზე მომზადებული მზა სადილებისა და ლანჩ მენიუს ინოვაცია მათ რეცეპტებსა და კომპონენტებში იმალება. მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კერძების რეცეპტები მორგებულია ჩვილის კვებითი უნარების განვითარების ეტაპებს და მომზადებულია ორთქლზე, ისე როგორც სახლში. ინოვაციური ინგრედიენტები საგულდაგულოდ არის შერჩეული საფრანგეთის ბიო-ორგანულ მეურნეობებში და დახვეწილად ეხამება ერთმანეთს. უკვე მზა პროდუქტებს კი ახასიათებს დაბალანსებული არომატი და ოპტიმალური ტექსტურა, რომელიც იცვლება ბავშვის ასაკის მიხედვით.
𝗕𝗮𝗯𝘆𝗕𝗶𝗼 პირველი 𝟭𝟬𝟬% 𝗯𝗶𝗼 ბავშვთა კვების ხაზი საფრანგეთიდან!
R.