Baby Bag

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა - რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა - რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა

რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე​ საუბრობს და ლობიოს პიურეს რეცეპტსაც გთავაზობთ:

„სხვადასხვა ფერის და ჯიშის ეს პარკოსანი კულტურა ძველ და ახალ სამყაროში პოპულარული პროდუქტი იყო. საქართველოში მე-16 საუკუნიდან გამოჩნდა.

აი, რითია ლობიო გამორჩეული:

მისი მარცვლები ცილის საუკეთესო წყაროა და იმ ბავშვებისათვის, რომელთაც არ უყვართ ხორცი, სრულფასოვანი ცილის ალტერნატიული წყაროა.
ამავე დროს ლობიოს ცილა ადვილად ასათვისებელია.

ეს სხვადასხვა ფერის მარცვლეული ითავსებს ხორცისა და ბოსტნეულის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო ფუნქციას: 

აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს

აქვს შარდმდენი ეფექტი

შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც ნაწლავთა მოქმედების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, თუმცა ცილისა და უჯრედისის ასეთი დიდი რაოდენობის გამო მისი მიღების შემდეგ მეტეორიზმი (გაზების დაგროვება) შეიძლება განვითარდეს. 

გაითვალისწინეთ, ეს პრობლემა ნაკლებად ახასიათებს თეთრ ლობიოს.

ცილის გარდა ეს პარკოსანი შეიცავს ვიტამინების დიდ ჯგუფს - A, C, B, K ვიტამინები უხვადაა ლობიოს მარცვლების შემადგენლობაში
შეიცავს მინერალების საუკეთესო კრებულს - მდიდარია კალიუმით, სელენით, ფოსფორით, კალციუმით, მაგნიუმით, იოდით, რკინით, მაგნანუმით, თუთიით, სპილენძით. მოკლედ, ამ მცენარეში ყველაფერია ჯანმრთელი ძვლების, კუნთების, საღი იმუნიტეტისა და სისხლმბადი სისტემის, ბავშვის სწრაფადმზარდი ორგანიზმის განვითრებისათვის.

თერმული დამუშავებისას სასარგებლო ნივთიერებების დაახლოებით 80% ლობიოს შემადგენლობაში შეუცვლელად ნარჩუნდება.

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება მოუხარშავი ლობიოს მიღება. ის ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც მოწამვლას იწვევს. მოხარშვისას ეს ნივთიერებები ინაქტივირდება და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

არ არის რეკომენდებული ლობიოს ხორცთან ერთად მიღება - ცილის ასეთი მიქსი ორგანიზმის მიერ ცუდად აითვისება და თირკმლისათვისაც დიდი დატვირთვას წარმოადგენს.

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა, მისი მონელება პატარას კუჭ-ნაწლავისათვის ძნელია. ადრეულ ასაკში საკმარისია 1-2 ჩაის კოვზამდე ლობიოს გამოყენება სხვა ბოსტნეულთან ერთად.

არ მოამზდოთ ბავშვისათვის ლობიოს კერძი კონსერვირებული პროდუქტისაგან. ის დიდი რააოდენობით ნატრიუმს შეიცავს, რაც ორგანიზმში სითხის დაგროვებას უწყობს ხელს.

მწვანე ლობიოს საღი, ნორჩი სახეობები (სატაცურისმაგვარი, ღეროსმაგვარი ლობიო) 8 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარას პიურეს სახით, მშრალი ლობიოს გამოყენება 10-11 თვის ასაკიდან შეგიძლიათ.

როგორ მოვამზადოთ ლობიოს პიურე მარცვლებისაგან:

გარეცხეთ ლობიოს მარცვლები. ჩაალბეთ წყალში 12 საათის მანძილზე. შემდეგ წყალი გამოცვალეთ და კარგად მოხარშეთ. მოხარშული მარცვლები დაჭყლიტეთ, გასათხელებლად დაუმატეთ ანადუღარი წყალი. 

მზა პროდუქტი შეგიძლიათ სხვა ბოსტნეულს შეურიოთ ან დაამატოთ 5 მლ მცენარეული ზეთი და ბავშვს ამ სახით შესთავაზოთ 1-2 ჩაის კოვზი.

გახსოვდეთ - როცა ბოსტნეულის მიქსს ამზადებთ, ნუ შეურევთ ლობიოს უჯრედისის ასევე უხვად შემცველ ბოსტნეულს, მაგალითად ჭარხალს ან სხვა პარკოსნებს, რადგან ამ ნარევმა შესაძლოა გაზების ჭარბად დაგროვება და მუცლის ტკივილი გამოიწვიოს.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შუს მხოლოდ ამ რეცეპტით ვაკეთებ და ის საუკეთესო გამოდის''

,,შუს მხოლოდ ამ რეცეპტით ვაკეთებ და ის საუკეთესო გამოდის''

როგორ უნდა გააკეთოთ შუ, რომ თქვენც ზუსტად ასეთივე გამოგივიდეთ? - MomsEdu.ge-ს ერთგული მკითხველი შუს რეცეპტს გთავაზობთ. 

შუს კრემისთვის საჭიროა:

  • 3 კვერცხი (კვერცხის გული)
  • ლიმონის ცედრა
  • 1 ლ. რძე
  • 5 ს.კ კოვზი ფქვილი
  • 300 გრ. შაქარი
  • 15 გრ. ვანილი
  • 200 გრ. კარაქი

შუს ცომისთვის საჭიროა:

  • 7 კვერცხი
  • 0.5 ლ წყალი
  • 200 გრ. კარაქი
  • 400 გრ. ფქვილი
  • ვანილი
  • მარილი

მომზადების წესი:

როგორ მზადდება კრემი:

1 ლიტრ შემთბარ რძეში ჩავყაროთ 150 გრ შაქარი. ცალკე 3 კვერცხის გულს დავუმატოთ 150 გრ. შაქარი და მიქსერით მოვურევთ, დავუმატოთ 5 ს.კ ფქვილი, კარგად ავურიოთ და აღნიშული მასა ჩავამატოთ შემთბარ რძეში, გავაგრძელოთ მიქსერით მორევა, სანამ ეს კრემი გაცივდება. 200 გრამი კარაქი ლიმონის ცედრა და ვანილი უნდა ავთქვიფოთ მიქსერით და მიღებული მასა დავამატოთ კრემს, ვურიოთ 20 წუთის განმავლობაში.

როგორ მზადდება ცომი:

200 გრ. კარაქს, მარილს, წყალს და ვანილს დავგამთ დაბალ გაზზე და წამოვადუღებთ. წამოდუღების შემდეგ ვამატებთ 400 გრ. ფქვილს და ვურევთ მანამ სანამ მასა არ შეიკვრება, ერთგვაროვანი არ გახდება და ცომი კარგად არ გამოშრება. კარგად გაციებულ ცომს დავამატებთ 7 კვერცხს და ვურევთ მიქსერით მანამ, სანამ ცომი კარგად არ შეიკვრება და არ გახდება წებოვანი. მიღებულ მასას ვანაწილებთ ფქვილმოყრილ ტაფაზე და ვაცხობთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. 

ბოლოს, შუს ამოვავსებთ გამზადებული კრემით. 

გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ!!!

წაიკითხეთ სრულად