ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ყველაზე პატარა პაციენტს უცნაური სტუმრები ეწვივნენ
აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ყველაზე პატარა პაციენტს უცნაური სტუმრები ეწვივნენ. მასთან ორი ჯუჯა მეგობარი მივიდა - აღნიშნულის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ელდარ კბილაშვილი აქვეყნებს.
,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ყველაზე პატარა პაციენტს უცნაური სტუმრები ეწვივნენ: ორი ჯუჯა მეგობარი - ცენტრის დირექტორი რეზო ჟღენტი და კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე, ბუშტებითა და საჩუქრებით გამოეცხადნენ. სიყვარული ყველაზე დიდი მკურნალია ამქვეყნად, რომელიც კორონასაც მოერევა და მრავალ სხვა განსაცდელსაც დაგვაძლევინებს, მალე სიხარულით შეცვლის დღევანდელ შფოთიან რეალობას,'' - აღნიშნავს ელდარ კბილაშვილი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)