„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ღიმილის დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი, თუმცა ღიმილი სულ არსებობს. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, არანაირ რასას, არანაირ რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია. თითოეულ ჩვენს რეაქციას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი ტვინში მიმდინარე პროცესებია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ეს სამივე გახლავთ ჩვენი სიამოვნების, დაჯილდოვების, კარგი ხასიათის ხელშემწყობი.

ის, რომ ღიმილი აჯანსაღებს, ეს ნამდვილად ასეა. ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, ძლიერდება უამრავი სისტემის მუშაობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

არავის მისცეთ ჩვილის კოცნის უფლება, მათ შორის არც ხელებსა და ფეხებზე, რადგან ეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

არავის მისცეთ ჩვილის კოცნის უფლება, მათ შორის არც ხელებსა და ფეხებზე, რადგან ეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ჩვილები ყველასთვის საყვარლები და ძვირფასები არიან, რის გამოც უფროსები ყოველთვის ცდილობენ მათ კოცნას და მოფერებას. მართალია კოცნა სიყვარულის და სითბოს გამოხატვის ფორმაა, მაგრამ ჩვილის შემთხვევაში ის, შესაძლოა, ძალიან სახიფათოც იყოს. თუ ჩვილი ბავშვის მშობლები ხართ, მოგიწოდებთ, დაიცვათ თქვენი შვილი ახლობლების მხრიდან კოცნისა და მოფერებისგან.

ახალშობილებს სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, რის გამოც დაბადებიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში ისინი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ნებისმიერი სახის ვირუსს ან ბაქტერიას მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. სანამ ბავშვს შეეხებით, ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ. ვირუსებისა და ბაქტერიების წყარო მხოლოდ ხელი არ არის, ისინი ჩვენს სახეზეც ბუდობენ, რის გამოც კოცნა ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


ჩვილები განსაკუთრებით დაუცველები არიან მარტივი ჰერპეს ვირუსის მიმართ, რომელიც ზრდასრულებში ტუჩის ირგვლივ წყლულების განვითარებას იწვევს, ხოლო ჩვილისთვის, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით ინფიცირებული ადამიანი პირით შეეხება ბავშვის ხელს, შემდეგ ბავშვი ხელს მიიტანს თვალთან, ცხვირთან ან პირთან, ვირუსი ლორწოვან გარსში შეაღწევს. სუსტი იმუნური სისტემის გამო ვირუსმა, შესაძლოა, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ანთება გამოიწვიოს.

ბავშვის დაბადებიდან პირველი რამოდენიმე თვე განსაკუთრებით საფრთხილოა და მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. ნებისმიერი ოჯახის წევრი, რომელიც შეუძლოდაა, ბავშვისგან იზოლირებული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხელში უნდა ავიყვანოთ, აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა დავიბანოთ ხელები. ჩვილობისას მოერიდეთ ბავშვის გაყვანას ხალხმრავალ ადგილებში და სტუმრიანობას სახლში. გახსოვდეთ, კოცნისას პათოგენები პატარას კანზე გადადის და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დავიცვათ ჩვილების სიცოცხლე და მოვარიდოთ ის ზედმეტ ფიზიკურ კონტაქტს. ნუ მოგვერიდება სტუმრებისთვის თქმა, რომ ბავშვის კოცნა არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უცნაურად მოეჩვენებათ მათ თქვენი სიტყვები. მშობლებისთვის უპირველეს საზრუნავს ჩვილის ჯანმრთელობა უნდა წარმოადგენდეს.

წყარო: ​Timesofindia.com

წაიკითხეთ სრულად