Baby Bag

რისი მომზადება შეგიძლიათ baby bag-ში მოთავსებული პროდუქტებით?

რისი მომზადება შეგიძლიათ baby bag-ში მოთავსებული პროდუქტებით?

baby bag-ში სხვა შეთავაზებებთან ერთად „პლასმონის“ 4 დასახელების საკვები პროდუქტი დაგხვდებათ:

ორცხობილა (120 გრ), პასტა კიოჩიოლინე (340 გრ), ინდაურის ხორცი (160 გრ), ვაშლისა და გარგრის ხილფაფა (208 გრ).

რისი მომზადება შეგიძლიათ ამ პროდუქტებით, იხილეთ რეცეპტები ბმულებზე:

ორცხობილა - ​https://bit.ly/3iPwrDR

პასტა - ​https://bit.ly/3ZGSWeK​https://bit.ly/3XBhMLc​https://bit.ly/3XktaLP

ინდაურის ხორცი - ​https://bit.ly/3wcBYqZ​https://bit.ly/3ISm38Z

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის
ბავშვობაში ყველას გვითამაშია შტაბობანა, მაგიდის ქვეშ სახლობანა ან სამალავი მოგვიწყვია პლედებით. ეს თამაშები იყო ინსპირაცია ჩემთვის, როდესაც პირველად ჩემი უმცროსი შვილისთვის შევკერე კარავი იუთუბზე განთავსებული ვიდეოს დახმარებით. კერვა და ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა და პირველივე ცდაზე გამომივიდა. ამ კარვით გამოწვეულმა ემოციებმა, ჩემი შვილების, ჩემთან სტუმრად მოსული ყველა ბავშვის ემოციამ და მათი მშობლების აღფრთოვანებამ გადამაწყვეტინა ჩემი ჰობი ბიზნედად მექცია. ასე შეიქმნა ​ikokids. დავიწყე კარვებით, ნელ-ნელა გავზრდე ასორტიმენტი და გავფართოვდით.
​დღეს ჩემი სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის - ვამზადებთ განმავითარებელ სათამაშოებს: კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს, დროშებს, კედლის დეკორაციებს, კარვებს თოჯინებითვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს. ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. პროდუქციაზე ვაკეთებთ პერსონალური სახელის, წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. არ ვიყენებთ პრინტს, ყველაფერს ვხატავთ ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკოსაღებავებით.

 

​საბავშვო პროდუქციის დამზადებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქციის ხარისხი, ამიტომ ვიყენებთ, მხოლოდ 100% ბამბის, სერთიფიცირებულ ქსოვილს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამისათვის გავაკეთეთ პატარა ზომის სათამაშოების ხაზი, რომლებსაც ჩვენი ქსოვილების ნარჩენებისგან ვკერავთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სრულად გადავიდეთ უნარჩემო წარმოებაზე, ამით პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის შევქმნათ ჯანსაღი და ჯადოსნური გარემო. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მომხარებელს შევთავაზო ადგილოვრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქცია და ახალგაზრდა მშობლებისთვის მარტივი და სახალისო გავხადო მშობლობა. დასახული მიზნებისკენ სვლაში მომხმარებელთა უკუკავშირი მამოტივირებს და მაძლიერებს.

R.
წაიკითხეთ სრულად