Baby Bag

რა დევს მაისის „ნამუ-ნამუ“ ჩანთაში?

რა დევს მაისის „ნამუ-ნამუ“ ჩანთაში?

მაისის Baby Bag მზადაა თქვენთან შესახვედრად. ამ თვის „ნამუ-ნამუ“ ჩანთას ევროპაში N1 ბრენდად აღიარებული ფროშის პროდუქცია ეკოლოგიურად ეკოლოგიურად სუფთა, სარეცხი ჟელეთი (საბავშვო) და ნატურალური და უსაფრთხო ქსოვილისგან შექმნილ საბავშვო ნაწარმის ქართული ბრენდი „მიმო“ ულამაზესი წინსაფრებით შეურთდნენ.

შეიძინეთ 99 ლარის ღირებულების პროდუქცია მხოლოდ 49 ლარად. ამასთან, მიიღეთ ფასდაკლების ვაუჩერები და პირველ შენაძენზე ჩვენი ჩანთა საჩუქრად.

🥇მაისის ნამუ-ნამუ ჩანთაში დაგხვდება Plasmon G​eorgia:

🔸 პირველადი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი - 250 მლ

🔸 პაფი - მშრალი ხემსი, კარტოფილი და ოსპი - 15 გ

🔸 ზღვის ბასი კარტოფილით - 160 გ

🔸 რბილი ყველი და მოცარელა - 160 გ

🔸 ატმის და იოგურტის პაუჩი - 85 გ

🔸 -20% ფასდაკლება პსპ-ს სააფთიაქო ქსელში Plasmon-ის რძის ფორმულებზე

🔸 სასარგებლო რეცეპტები

🎁 მაისის ნამუ-ნამუ ჩანთის პირველი 6 გამომწერი ქართული ბრენდი Mimo • მი​მო-სგან უმაღლესი ხარისხის წყალგაუმტარი წინსაფრებით დასაჩუქრდება

🇬🇪 ქართული ბრენდი ბაი​ა-ს მრავალფეროვანი პროდუქციიდან მაისის Baby Bag-ში წარმოდგენილია:

🔸 შვრიის ორცხობილა - 210 გ

🔸 ხორბალი გარგარით და ქლიავით - 350 გ

🔸 შვრიის ფაფა - 350 გ

🐸 ჩანთაში აღმოაჩენ Frosch Georgia-ს ეკოლოგიურად სუფთა ჟელეს, რომელიც საწოვარების, ბოთლების, ჭურჭლისა და სათამაშოების გასარეცხად გამოიყენება

💚AGU Baby • აგუ ბე​იბი ჩვენს გამომწერებს ინოვაციურ შვეიცარულ საბავშვო პროდუქციაზე -20% ფასდაკლებით კვლავ ანებივრებს.
R.

შეიძლება დაინტერესდეთ

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის
ბავშვობაში ყველას გვითამაშია შტაბობანა, მაგიდის ქვეშ სახლობანა ან სამალავი მოგვიწყვია პლედებით. ეს თამაშები იყო ინსპირაცია ჩემთვის, როდესაც პირველად ჩემი უმცროსი შვილისთვის შევკერე კარავი იუთუბზე განთავსებული ვიდეოს დახმარებით. კერვა და ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა და პირველივე ცდაზე გამომივიდა. ამ კარვით გამოწვეულმა ემოციებმა, ჩემი შვილების, ჩემთან სტუმრად მოსული ყველა ბავშვის ემოციამ და მათი მშობლების აღფრთოვანებამ გადამაწყვეტინა ჩემი ჰობი ბიზნედად მექცია. ასე შეიქმნა ​ikokids. დავიწყე კარვებით, ნელ-ნელა გავზრდე ასორტიმენტი და გავფართოვდით.
​დღეს ჩემი სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის - ვამზადებთ განმავითარებელ სათამაშოებს: კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს, დროშებს, კედლის დეკორაციებს, კარვებს თოჯინებითვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს. ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. პროდუქციაზე ვაკეთებთ პერსონალური სახელის, წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. არ ვიყენებთ პრინტს, ყველაფერს ვხატავთ ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკოსაღებავებით.

 

​საბავშვო პროდუქციის დამზადებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქციის ხარისხი, ამიტომ ვიყენებთ, მხოლოდ 100% ბამბის, სერთიფიცირებულ ქსოვილს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამისათვის გავაკეთეთ პატარა ზომის სათამაშოების ხაზი, რომლებსაც ჩვენი ქსოვილების ნარჩენებისგან ვკერავთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სრულად გადავიდეთ უნარჩემო წარმოებაზე, ამით პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის შევქმნათ ჯანსაღი და ჯადოსნური გარემო. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მომხარებელს შევთავაზო ადგილოვრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქცია და ახალგაზრდა მშობლებისთვის მარტივი და სახალისო გავხადო მშობლობა. დასახული მიზნებისკენ სვლაში მომხმარებელთა უკუკავშირი მამოტივირებს და მაძლიერებს.

R.
წაიკითხეთ სრულად